გასულ წელს მკვეთრი ვარდნის შემდეგ, საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა.
I კვარტალში საერთაშორისო ბაზრებზე 75,818 მლნ დოლარის 66 362 ტონა ფერო სილიკო მანგანუმი გავიდა, რაც წლიურად 94%-ით გაიზარდა და ამასთან, მცირედით გადააჭარბა 2024 წლის პირველი კვარტალის შედეგს - 72.5 მლნ დოლარს.
ფეროშენადნობების ექსპორტი I კვარტალში წლების მიხედვით
- 2023 წელი - 81,8 მლნ დოლარი/ 66 782 ტონა
- 2024 წელი - 72.5 მლნ დოლარი/ 70 542 ტონა
- 2025 წელი - 39.1 მლნ დოლარი/ 38 040 ტონა
- 2026 წელი - 75.8 მლნ დოლარი / 66 362 ტონა
წყარო: საქსტატი
აღსანიშნავია, რომ 1 ტონა ფერო სილიკო მანგანუმის საექსპორტო ფასი 2026 წლის I კვარტალში 1142 დოლარია. 2024- 2025 წელს 1 ტონაზე ფასი 1028 დოლარი იყო, ხოლო 2023 წელს კი, ფასი 1200 დოლარს აღემატებოდა.
წელს პირველ კვარტალში მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია. სამეულში შედის აშშ და კანადა.
ფეროშენადნობების საექსპორტო ბაზრები I კვარტალში
- თურქეთი - 18.2 მლნ დოლარი
- აშშ - 16.5 მლნ დოლარი
- კანადა - 6.6 მლნ დოლარი
- იტალია - 6.5 მლნ დოლარი
- საბერძნეთი - 6.2 მლნ დოლარი
- ნიდერლანდები - 5.6 მლნ დოლარი
- ესპანეთი - 3.4 მლნ დოლარი
- მაროკო - 2.4 მლნ დოლარი
- საფრანგეთი - 1.8 მლნ დოლარი
- აზერბაიჯანი - 1.6 მლნ დოლარი
წყარო: საქსტატი




























