შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ქუჩებში ვიდეოკამერების რაოდენობა გაიზარდა. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 8886 ვიდეოკამერაა განთავსებული, მათ შორის 6371 ზოგადი ხედვის, ხოლო 2515 - ნომრის ამომცნობი.
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი, განთავსებული კამერების ჯამური რაოდენობა 8334 იყო. გამოდის, ერთ წელიწადში დამატებით 552 ვიდეოკამერა განთავსდა, მათგან ყველაზე მეტი თბილისში: 179 ზოგადი ხედვის და 21 - ნომრის ამომცნობი.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს თბილისში განთავსებული ზოგადი ხედვის კამერების რაოდენობამ 676 შეადგინა. ამჟამად, დედაქალაქში ზოგადი ხედვის 2814 კამერაა.

112 რუსთაველის გამზირზე დასამონტაჟებლად 85 ათას ლარად 30 კამერას ყიდულობს



























