112 რუსთაველის გამზირზე დასამონტაჟებლად 85 ათას ლარად 30 კამერას ყიდულობს - ამის შესახებ უწყების მიერ გამოქვეყნებული გამარტივებული შესყიდვიდან ხდება ცნობილი.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ საპროტესტო აქციებზე, რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული 115 ვიდეოკამერა დაზიანდა.
"მოგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში, ქ. თბილისში განვითარებული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, დაზიანდა რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული 115 ერთეული ვიდეოკამერა. შესაბამისად, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ვიდეო კამერების დამონტაჟების ტიპი უნდა იყოს პოტენციურად ძნელად მისაწვდომი, შესაძლო მოკლე ვადაში გვესაჭიროება 30 ერთეული მართვადი ვიდეოკამერის შეძენა, თანდართული ინვოისების შესაბამისად,"- ნათქვამია ინფორმაციაში.