გასული წლის 11 თვეში საქართველომ 1.5 მლნ აშშ დოლარის 1 410 ტონა ანანასი იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე თანხობრივად 13.5%-ით მეტია, რაოდენობრივად კი 1.2%-ით ნაკლები.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, ჩამონათვალი ასეთია:
- თურქეთი - 1.2 მლნ აშშ დოლარის 1 244 ტონა;
- ნიდერლანდები - 264.4 ათასი აშშ დოლარის 154.4 ტონა;
- სომხეთი - 11.9 ათასი აშშ დოლარის 11.4 ტონა;
- გერმანია - 3.5 ათასი აშშ დოლარის 300 კგ.


























