გასულ წელს საქართველოში სუნამოსა და ტუალეტის წყლის იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში სუნამოების იმპორტმა $50.5 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.8%-ით მეტია. 2024 წლის იანვარ-დეკემბერში ქვეყანაში სუნამოების იმპორტი $43.2 მლნ იყო.
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს საქართველოსთვის სუნამოების მთავარი მომწოდებელი საფრანგეთი იყო. აღნიშნული ქვეყნიდან იმპორტმა $15.3 მლნ შეადგინა, რაც საერთო მოცულობის ყველაზე დიდი წილია.
საქართველოსთვის სუნამოების ტოპ-10 მომწოდებელი ქვეყანა 2025 წელს:
- საფრანგეთი – $15.3 მლნ;
- ესპანეთი – $6.7 მლნ;
- იტალია – $5.2 მლნ;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – $3.8 მლნ;
- გაერთიანებული სამეფო – $3 მლნ;
- ბელგია – $2.9 მლნ;
- ჩინეთი – $2.7 მლნ;
- პოლონეთი – $2.5 მლნ;
- თურქეთი – $2.1 მლნ;
- რუსეთი – $1.1 მლნ.




























