2024 წელს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისთვის 502 ადამიანი დააპატიმრეს, მაშინ როცა 2023 წელს 515 ადამიანი იყო დაპატიმრებული.
სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში 9 098 მსჯავრდებული პატიმარი იყო. აქედან, 8 704 კაცი და 394 ქალი.
უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს, ყველაზე მეტი, 2 814 პირი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.




























