მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს მსოფლიოში გაყიდული ახალი ავტომობილების 10% ელექტრომობილებზე მოდის

BM.GE
19.01.23 17:45
204
ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა. გასულ წელს, ჩინეთსა და ევროპაში არსებული გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ელექტრომობილების გაყიდვებმა საგრძნობლად იმატა და ისტორიაში პირველად, 10%-იან ნიშნულს გადააჭარბა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 2022 წელს მსოფლიოში 7.8 მილიონი ახალი ელექტრომობილი გაიყიდა, რაც 68%-ით მეტია, 2021 წლის მონაცემზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილები ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული ხდება, როგორც ტექნოლოგიურად, ასევე სახელმწიფოების მიერ დაწესებული შეღავათების გამო, მათი გამოყენების მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყნებში არათანაბარია. რა ხდება ელექტრომობილების ბაზარზე? პასუხობს თუ არა მოთხოვნას მიწოდება და როდის შეძლებენ ელექტრომობილები ბაზარზე მნიშვნელოვანი წილის დაკავებას?

სტუმარი: ავთანდილ შავიშვილი - ექსპერტი