საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-მა კიდევ 59 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6 649-ს შეადგენს. განახლებული ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
20 აგვისტოს სრული სტატისტიკა კი ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 506 040, ბოლო 24 საათში - 4 743
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 440 370, ბოლო 24 საათში - 3 393
მათ შორის გარდაცვლილი - 6 649, ბოლო 24 საათში - 59
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 46 389, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 29 181, PCR ტესტით - 17 208
დადებითობის მაჩვენებელი: ბოლო 14 დღის - 10.8 %, ბოლო 7 დღის - 10.9%
სულ ჩატარებულია აცრა - 907 665, დღიურად აცრილია - 23 986




























