მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კახეთში 8 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა - სამინისტრო

რთველი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 13 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში ღვინის საწარმოებმა უკვე გადამუშავეს დაახლოებით 283 ათასი ტონა ყურძენი.

გადამუშავებული ყურძნიდან:

  • 145 ათასი ტონა მოდის რქაწითელის ჯიშზე,
  • 120 ათასი ტონასაფერავზე,
  • დანარჩენი მოცულობა კი სხვადასხვა ტექნიკურ ჯიშებზე ნაწილდება.

გასული 24 საათის განმავლობაში მხოლოდ კახეთში 8 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.

რთველი მიმდინარეობს რაჭაშიც, სადაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გადამუშავებულია 1.8 ათასი ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული.
საპროგნოზო მოსავალი რეგიონში დაახლოებით 2 ათასი ტონის ფარგლებშია.

ამ ეტაპზე, კახეთსა და რაჭაში მოსავალი 20 ათასამდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა, ხოლო რთველის პროცესში 521 ღვინის საწარმო მონაწილეობს.

უწყების ცნობით, წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ "ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად. კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.

რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები