1. 2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 22.1%-მდე გაიზარდა
2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 572.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა
3. 2021 წლის იანვარ-ივლისის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა
4. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
5. სააგენტოს „აწარმო საქართველოში“ პროგრამების შედეგები
6. ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეებისთვის 4000-ლარიანი საგრანტო პროგრამა დაიწყო
7. როგორ მიმდინარეობს "ტაბელის" ცხრილის შესრულების პროცესი
8. თიბისი კაპიტალის კვლევა - „ეკონომიკის გადატვირთვის დამატებითი სტიმულები“
9. 2021 წლის II კვარტალში მეცხოველეობის მიმართულებით საქართველოს სოფლის მეურნეობის ძირითადი შედეგები
10. 2021-2024 წლებში დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის 709,8 მლნ ლარი გამოიყოფა
1. 2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 22.1%-მდე გაიზარდა
2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8%-ული პუნქტით გაიზარდა და 22.1% შეადგინა, ხოლო 1,0%-ით შემცირდა დასაქმების დონე და 40,1% შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში 1,1%-ით გაიზარდა ეკონომიკური აქტიურობის დონე. უმუშევრობის დონის ზრდა პანდემიის პერიოდს 2020 წლიდან იწყება, ბოლო ორი წლის ტენდენცია მზარდია რაც პანდემიას უკავშირდება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეორე კვარტალში სარეკორდო ეკონომიკური ზრდის ფონზე გაიზარდა უმუშევრობა, დაფიქსირდა ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი, გაიზარდა სიღარიბის დონე, რაც გამოიხატა საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობის ზრდაზე, რომელიც ივლისში 622 266 ადამიანს შეადგენდა. შესაბამისად ლოგიკურია დაისვას კითხვა, თუ რამდენად აისახა ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლების ზრდასთან ერთად, რეალურად იყო თუ არა ის გამოწვეული საბანკო სფეროსა და ძირითადად სამთავრობო ხარჯების ზრდის შედეგად. ამას გვიჩვენებს მომდევნო პერიოდში საქსტატის მიერ დეტალურად გამოქვეყნებული მშპ-ის მაჩვენებლები და მისი სტრუქტურული ანალიზი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3myMlCb
2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 572.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 572.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემებზე 57.2%-ით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში. ძირითად ინვესტორ ქვეყნებს წარმოადგენენ: გაერთიანებული სამეფო (53.0%); ნიდერლანდები (35.1%) და აშშ (17.2%), ხოლო ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა (404.4 მლნ აშშ დოლარი).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3CY7ZFs
3. 2021 წლის იანვარ-ივლისის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა
2021 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 27.8%-ით გაიზარდა და 2,275.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 19,3%-ით გაიზარდა და 5,206.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ კი ამ პერიოდში 7,481.6 მლნ. აშშ დოლარი დაფიქსირდა. ექსპორტის სასაქონლო ჯგუფებიდან პირველ სამეულშია: სპილენძის მადნებმა და კონცენტრატები (მთლიანი ექსპორტის 20.5%), მსუბუქი ავტომობილები (10.9%) და ფეროშენადნობები (10.0%). რაც შეეხება იმპორტის სასაქონლო ჯგუფების სამეულს, ის შემდეგია: მსუბუქი ავტომობილები (8,9%), ნავთობი და ნავთობპროდუქტები (7.8%) და სპილენძის მადნები და კონცენტრატები (7.6%). იმპორტის ჯგუფში აღსანიშნავია ვაქცინების, სისხლისა და იმუნური პროდუქტების იმპორტის 221.5%-ით ზრდა, რამაც ჯამში 61.9 მლნ დოლარი შეადგინა. 2021 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კვლავაც არიან: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2WeSXug; https://bit.ly/3zj15bu; https://bit.ly/3D3Gryt
4. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
ლარის კურსის დასტაბილურებისა და ინფლაციის დონის შერბილებისათვის ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა, 20 აგვისტოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც მიმდინარე წელს რიგით მე-8 ინტერვენცია იყო. 2021 წელს ეროვნულმა ბანკმა ჯამში 272 900 000 აშშ დოლარი გაყიდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3j4qcJK
5. სააგენტოს „აწარმო საქართველოში“ პროგრამების შედეგები
სააგენტომ „აწარმო საქართველოში“ პროგრამების შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ირკვევა, რომ პანდემიის პერიოდში სახელმწიფომ 2020 წლიდან 2 306 ბიზნეს სუბიექტის სესხი დააფინანსა, ხოლო თანადაფინანსების მოცულობამ 57.6 მლნ ლარი შეადგინა. დღეის მდგომარეობით ჯამში კი 1.8 მლრდ ლარის ინვესტიციით 652 კომპანიას დაეხმარა და სულ 24 205 სამუშაო ადგილი შეიქმნა. გამოდის, რომ ერთი სამუშაო ადგილის შესაქმნელად სახელმწიფომ 74 364,8 ლარი დახარჯა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3gFqKnR; https://bit.ly/3zjLyI; https://bit.ly/3sztisi
6. ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეებისთვის 4000-ლარიანი საგრანტო პროგრამა დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, დაბრუნებული მიგრანტებისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 100-მდე პროექტს დააფინანსებს, გრანტის მაქსიმაური მოცულობა კი 4 ათასი ლარი იქნება. განაცხადების მიღება 10 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2Wb2Vg2
7. როგორ მიმდინარეობს "ტაბელის" ცხრილის შესრულების პროცესი
1 მარტიდან საქართველოს შრომის კოდექსის საფუძველზე დამსაქმებლებს "ტაბელის" ცხრილის შევსება ევალებათ. შრომის უსაფრთხოების ინსპექციის სამსახურმა სულ 87 ობიექტი შეამოწმა, საიდანაც 39 ტაბელს არ აწამროებს, 8 ობიექტს ამ ეტაპისთვის აღმოფხვრილი აქვს ხარვეზები.
“დამსაქმებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის ლაშა ლაბაძის განცხადებით ამ ეტაპზე პროცესის აწყობა განსაკუთრებით დისტანციურ რეჟიმზე მყოფ კომპანიებს უჭირთ, ხოლო იმ კომპანიებს რომელთაც ბევრი თანამშრომელი ჰყავთ, ხელმოწერის პროცედურის შესრულება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3mi7YGq; https://bit.ly/3j5Zm3Z
8. თიბისი კაპიტალის კვლევა - „ეკონომიკის გადატვირთვის დამატებითი სტიმულები“
თიბისი კაპიტალის კვლევის შედეგების მიხედვით ეკონომიკის ზრდის ტემპმა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზსაც კი გადააჭარბა და 2021 წლის 10.5%-იანი ზრდის მოლოდინი უცვლელად დატოვა. კვლევის მიხედვით ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიურად იმოქმედა ექსპორტისა და გზავნილების ზრდამ, ფისკალურმა სტიმულებმა, საბანკო დაკრედიტებამ და ტურიზმის ნაწილობრივმა აღდგენამ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3y7zGYT
9. 2021 წლის II კვარტალში მეცხოველეობის მიმართულებით საქართველოს სოფლის მეურნეობის ძირითადი შედეგები
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა. ამავე დროს გაზრდილია მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება, რაც აისახა კიდეც გაზრდილ ექსპორტის მაჩვენებელში. აქვე, საქსტატის კვლევის მიხედვით აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3D75W1Z; https://bit.ly/2XO5oxS
10. 2021-2024 წლებში დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის 709,8 მლნ ლარი გამოიყოფა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით სახელმწიფოს 4-წლიანი გეგმის მიხედვით დევნილი ოჯახების 8000-მდე ბინა აშენდება, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 709 800 000 ლარი გამოიყოფა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3gpqgBX




























