მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ეკონომიკის 6%-იან ზრდას ველით - "თიბისი"

64550b3181cbd
გიგა ბენია
05.05.23 18:33
666
"თიბისი" 2023 წელს ეკონომიკის 6%-იან ზრდას ელის. როგორც "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ განაცხადა, მოლოდინები გაუმჯობესებულია.

"საკმაოდ სწრაფად ცვალებადი გარემოა როგორც მსოფლიოში, ისე რეგიონში. აღნიშნული საქართველოს ეკონომიკაზე აუცილებლად აისახება. ჩვენი მოლოდინი ეკონომიკის ზრდაზე გაუმჯობესებულია. წელს 6%-იან ზრდას ველით. ამასთან, პოზიტიური ტრენდი შეინიშნება ინფლაციასთან მიმართებითაც, რომლის ძირითადი მამოძრავებელი გამყარებული ლარია",- განაცხადა გიორგი თხელიძემ.

ცნობისთვის, 2023 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.2% იყო.

მარტში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ასევე სასტუმროები და რესტორნები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები