1. ივლისში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9.9% შეადგინა
2. 2021 წლის აგვისტოში ინფლაციის დონემ 12,8% შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის მაქსიმუმია
3. რატომ თქვა საქართველომ EU-ს 75 მლნ ევროს სესხზე უარი
4. 2021 წლის პრივატიზაციის პროცესის შეფასება
5. ,,S&P Global’’-ის საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შეფასება და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი
6. რამდენია მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგი დაგროვებით საპენსიო სისტემაში
7. უმუშევრობის 200 ლარიანი კომპენსაციების გაცემა დასრულდა
8. 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებულ ბავშვზე იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა
9. ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების სუბსიდირების პროგრამა
10. EBRD საქართველოს ბანკს მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებისათვის 25 მილიონ ევროს სესხს გამოუყოფს
1. ივლისში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9.9% შეადგინა
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რეალური მშპ 9.9%-ით გაიზარდა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.2%-ია. აღსანიშნავია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა წინა წლის შემცირებულ ეკონომიკასთან შედარებით დაფიქსირდა, ხოლო თუ საბაზისოდ 2019 წელს ავიღებთ, ეკონომიკურმა ზრდამ 3,9% შეადგინა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2WUPJwk
2. 2021 წლის აგვისტოში ინფლაციის დონემ 12,8% შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის მაქსიმუმია
მიუხედავად ეროვნული ბანკის მიერ გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთისა და განხორციელებული ინტერვენციებისა, 2021 წლის აგვისტოს ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა და 12,8% შეადგინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყველაზე მეტად მოხმარებად, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, ფასების 16,2%-ით ზრდა. ასევე ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებლები დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (22,5%); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (12,6%); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (11,7%); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (11,6%); ჯანმრთელობის დაცვა (10,9%).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3n6yHpV; https://bit.ly/3jJaRP9; https://bit.ly/3yNmMzs
3. რატომ თქვა საქართველომ EU-ს 75 მლნ ევროს სესხზე უარი
საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან 75 მლნ ევროს სასესხო შეთანხმებაზე უარი განაცხადა. ეს ფაქტი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმით ახსნა, რომ ბიუჯეტში ახალი სესხის მოზიდვის საჭიროება აღარ იდგა, მისი განცხადებით ,,მთავრობამ ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება გადაწყვიტა და იმ სესხებზე თქვა უარი, რომლის არაღება ქვეყანას არ შეუქმნის რაიმე პრობლემას.’’
2020 წლის სექტემბერში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბრიუსელში 150 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ქართულ მხარეს ავალდებულებდა შეესრულებინა მთელი რიგი რეფორმები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში, რომლის შესრულებაზე საქართველოს მთავრობამ პოლიტიკური ნება არ გამოიჩინა. მთავრობამ ასევე უარი განაცხადა ე.წ. “შარლ მიშელის შეთანხმების’’ იმ ნაწილზე, რაც სასამართლო სისტემის რეფორმას გულისხმობდა. თავის მხრივ ევროპარლამენტარებმა განცხადება გააკეთეს, რომ საქართველომ ვერ შეასრულა ევროკავშირის ვალდებულება და შესაბამისად, 75 მილიონიან ტრანშს ვერ მიიღებდა, ,,თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ.’’ - ასეთი განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრმა (EPRC) და არასამთავრობო ორგანიზაციამ, ,,Fukuyama Democracy Frontline Centre’’ მთავრობის აღნიშნულ ფაქტს „საგანგაშო“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის. მთავრობის გადაწყვეტილებას გაუგებარ ნაბიჯად აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ "სანამ 2-ციფრიანი ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა გაუგებარია".
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3kVfa9p; https://bit.ly/3BAzlA6; https://bit.ly/38EmUa2; https://bit.ly/3n16DEt https://bit.ly/3h1FaPi
4. 2021 წლის პრივატიზაციის პროცესის შეფასება
2021 წლის ბიუჯეტის 7 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ პრივატიზებიდან ბიუჯეტში 95.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 18 მილიონი ლარი მიწების, ხოლო 77.8 მილიონი ლარი სხვა აქტივების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავალია. წლის ბოლომდე კი პრივატიზებიდან 350 მილიონი ლარის შემოსავლის მიღებაა დაგეგმილი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2WK1u9d
5. ,,S&P Global’’-ის საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შეფასება და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი
სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი და პერსპექტივა უცვლელად "BB" დონეზე დატოვა, ასევე უცვლელად დატოვა საკრედიტო რეიტინგის მოლოდინიც. ამასთან სააგენტო საქართველოს 7.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3zJ1p3L
6. რამდენია მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგი დაგროვებით საპენსიო სისტემაში
საპენსიო სააგენტოს ბოლო ინფორმაციით დაგროვებით საპენსიო სისტემაში 1.69 მილიარდი ლარია დაგროვილი, რომელთაც 11.1%-იანი სარგებელი ერიცხება. სისტემაში სულ 1.16 მილიონი ადამიანია ჩართული. დანაზოგების 66.9% ქართულ კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში, ხოლო 33.1% კი მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზეა განთავსებული.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3zKUYgB
7. უმუშევრობის 200 ლარიანი კომპენსაციების გაცემა დასრულდა
პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგული სამსახურისთვის 200 ლარიანი კომპენსაციების გაცემა დასრულდა. თებერვალ-ივლისში აღნიშნული დახმარებით სულ ისარგებლა 6 979-მა ადამიანმა, რისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამში 1 395 800 ლარი გაიცა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2Vgd4Id
8. 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებულ ბავშვზე იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა
პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა, რაც გულისხმობს შემდეგს: ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებულ ბავშვის ან 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილის ყოლის შემთხვევაში ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად 200 000 ლარამდე იპოთეკურ სესხს მთავრობა დაუსუბსიდირებს
დეტალურად პროგრამის შესახებ: https://bit.ly/3BKvPD5
9. ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების სუბსიდირების პროგრამა
პროგრამას “აწარმოე საქართველოში” ახალი მიმართულება, ექსპორტის სუბსიდირება დაემატება, რაც გულისხმობს შემდეგს: კომპანიებს, რომლებიც ექსპორტზე არიან ორიენტირებულნი, ბანკში აღებულ 50 ათასიდან 10 მილიონ ლარამდე სესხზე სახელმწიფოს თანადაფინანსებას მოიპოვებენ.
აღნიშნული პროგრამა ერთი შეხედვით დადებითი ინიციატივაა, თუმცა რეალურად რაც ადგილობრივ ბიზნესს სჭირდება ეს არის აქტივების ფლობა და ამ აქტივების მაღალი კაპიტალიზაცია, რომ მათი მაღალი ღირებულების მქონე საკუთრების უზრუნველყოფით თავად, დამოუკიდებლად შეძლონ დამატებითი ფინანსების მოძიება. ეს ყოველივე კი შეუძლებელია იმ პირობებში, როცა ეკონომიკური აქტივების უდიდეს ნაწილს ჯერ კიდევ სახელმწიფო ფლობს და კერძო სექტორს არ ეძლევა განვითარების შესაძლებლობა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3jJjRUc; https://bit.ly/3yNdp2X
10. EBRD საქართველოს ბანკს მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებისათვის 25 მილიონ ევროს სესხს გამოუყოფს
EBRD EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ნაწილით საქართველოს ბანკს 25 მილიონ ევროს სესხს გამოუყოფს, რომლის მიზნობრიობა მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებისა იქნება. მოზიდული სესხით ადგილობრივი კომპანიები წარმოების მოდერნიზაციასა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შეძლებენ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3yJhqoP




























