მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული წლის გამსხვილებებმა ქსელური მარკეტების რაოდენობის ზრდის ტენდენცია კიდევ ერთხელ აჩვენა -GCCA

სუპერმარკეტი

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) საქმიანობის 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც სააგენტო გასული წლის შემაჯამებელ ანგარიშში წერს, 2024 წელს, კონცენტრაციების კუთხით განსაკუთრებით აქტიური იყო FMCG ბაზარი, რომელზე განხორციელებული ცვლილებების შედეგადაც, მნიშვნელოვანი გამსხვილებები დაფიქსირდა.

"ცვლილებები შეეხო როგორც ბაზრის მსხვილ, ასევე შედარებით მცირე საბაზრო წილის მქონე სუბიექტებს. მათ შორის, რამდენიმე ტრანზაქციის შედეგად ბაზრის ნაკლებად მსხვილი სუბიექტები
დაწინაურდნენ და მათ ბაზრის წამყვან მოთამაშეთა შორის გადაინაცვლეს. აღნიშნულმა ცვლილებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა არსებული ტენდენცია ქსელური მარკეტების რაოდენობის ზრდისა და გამსხვილება-გაძლიერების ნაწილში", - წერია ანგარიშში.

სააგენტომ, 2024 წელს, აღნიშნულ ბაზარზე 5 კონცენტრაცია განიხილა, რომელთაგან 4 განხორციელდა
სააგენტოსათვის წინასწარი შეტყობინებით, ხოლო 1 - სააგენტოს გვერდის ავლით. ესენია:

1.ᲨᲞᲡ „ᲓᲔᲘᲚᲘᲡᲐ“ ᲓᲐ ᲨᲞᲡ „ᲤᲣᲓᲛᲐᲠᲢᲘᲡ“ ᲡᲐᲥᲛᲔ
2024 წლის 2 აგვისტოს, შპს „დეილის“ მიერ შპს „ფუდმარტის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გაიცა. GCCA-ის მიერ შეფასდა - სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) ბაზარი

2.ᲨᲞᲡ „ᲰᲝᲚᲓᲘᲜᲒ.ᲯᲘ-ᲘᲡᲐ“ ᲓᲐ ᲨᲞᲡ „ᲓᲔᲘᲚᲘᲡ“ ᲡᲐᲥᲛᲔ
2024 წლის 2 აგვისტოს, შპს „ჰოლდინგ.ჯი-ის“ მიერ შპს „დეილის“ 30%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გაიცა.

3.ᲨᲞᲡ „ᲓᲔᲘᲚᲘᲡᲐ“ ᲓᲐ ᲨᲞᲡ „ᲠᲘᲗᲔᲘᲚ ᲘᲜᲕᲔᲡᲗᲛᲔᲜᲗᲘᲡ“ ᲡᲐᲥᲛᲔ
2024 წლის 23 ოქტომბერს, შპს „დეილის“ მიერ შპს „რითეილ ინვესთმენთის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გაიცა.

4.ᲨᲞᲡ „ᲓᲔᲘᲚᲘᲡᲐ“ ᲓᲐ ᲡᲡ „ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲚᲣᲓᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲘᲡ“ ᲡᲐᲥᲛᲔ
2024 წლის 23 ოქტომბერს, შპს „დეილის“ მიერ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ აქციების 100%-ის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გაიცა.

5.CHG & CO LTD-ისა და შპს „შაბას“ საქმე
2024 წლის 12 აგვისტოს, CHG & CO LTD-ის მიერ შპს „შაბას“ 50%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გაიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები