"მიმდინარე წლის მაისში, მომხმარებლებმა 37%-ით მეტი დახარჯეს ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გასული წლის მაისთან შედარებით," - ამის შესახებ TBC Capital-ის მიმდინარე წლის მაისის მომხმარებლის დანახარჯების დინამიკაშია მოცემული.
დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის მაისში, უნაღდო დანახარჯებმა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 37%-იანი ზრდა აჩვენა. ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი 106 ლარს გაუტოლდა.
ამავე პერიოდში, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ თიბისი ბანკის არხებით, რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, 83% და 17% შეადგინა.
არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 209 ლარია. კერძოდ, 2025 წლის მაისში, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები თიბისი ბანკის არხებით, გასული წელთან შედარებით 36%-ით გაიზარდა, რაც მეტწილად დაბალი საბაზო ეფექტით აისახება.
საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 96 ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე წლიური 43%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საშუალო ტრანზაქციის ზომამ 209 ლარი შეადგინა.




























