მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული წლის ნოემბერში მშენებლობა გაძვირდა - საქსტატი

მშენებლობა

2023 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტით გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. ინდექსის თანახმად, ფასის ზრდა განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.6 პროცენტიანი მატებით, რამაც 0.66 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

საქსტატმა მშენებლობის ღირებულების ინდექსის წარმოება 2022 წლის თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ მშენებლობის თვითღირებულება 13.3%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 29.5 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 7.6 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 6.65 და 4.35 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები