მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული წლის შემოდგომიდან ევროკავშირისადმი ნდობა საქართველოში 9%-ით შემცირდა და 49% შეადგინა - ევრობარომეტრი

სს

ევრობარომეტრის 2025 წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, გასული წლის შემოდგომიდან ევროკავშირისადმი ნდობა საქართველოში 9%-ით შემცირდა და 49% შეადგინა.

ევროკავშირს უნდობლობას 37% უცხადებს, ხოლო 14%-ს პასუხი არ აქვს.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 51% ეროვნული მთავრობის ნდობისკენ იხრება, 44% კი - უნდობლობისკენ, 5%-ს პასუხი არ აქვს.

9%-ით არის შემცირებული და 60%-ს შეადგენს იმ მოქალაქეების რაოდენობაც, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კარგია. 7% ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ცუდია, ხოლო 28%-ს ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს.

ამასთან, მოსახლეობის 75% დარწმუნებულია, რომ საქართველო სარგებელს მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანებისგან. გასული წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 82%-ს შეადგენდა.

ასევე, კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების აზრით, ქვეყნის წინაშე არსებული ყველაზე დიდი გამოწვევებია: ფასების ზრდა/ინფლაცია/ცხოვრების ხარჯი, უმუშევრობა, განათლების სისტემა, ეკონომიკური სიტუაცია და ჯანდაცვა.

ევრობარომეტრი ევროკომისიის საზოგადოებრივი აზრის კვლევაა. ის წელიწადში ორჯერ ტარდება და ფოკუსირებულია ევროკავშირის პრიორიტეტებისა და თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების მონიტორინგზე. სტანდარტული ევრობარომეტრის კვლევები პირისპირ ინტერვიუს ფორმატში ტარდება ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში და ზოგიერთ დამატებით ქვეყანასა და ტერიტორიაზე. საველე სამუშაოები საქართველოში ჩატარდა 25 მარტიდან 17 აპრილის პერიოდში და გამოიკითხა 1011 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები