მაშინ როცა ეკონომიკის მინისტრი ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს, განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ბოლო კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ ბოლო ერთ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.


































