მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები" - IT სექტორი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გმობს

IT სექტორი
BM. GE
09.12.24 13:13
704

საქართველოს IT სექტორში დასაქმებული ადამიანები "ქართული ოცნების" მიერ რამდენიმე კვირის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას გმობენ და რამდენიმე მოთხოვნის შესრულებას, მათ შორის აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

"ჩვენ საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სფეროს წევრები, ვართ უახლესი პროგრესის შედეგად შექმნილი პროფესიის წარმომადგენლები და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პროგრესული და განვითარებული სამყაროს ნაწილად ყოფნა.

ვგმობთ,

  • აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებულ გადამეტებული ძალას,
  • უკანონო დაკავებებს,
  • დაშინებას და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს,

რომლებიც განხორციელებულია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ.

მიგვაჩნია, რომ

  1. უნდა გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული ჩვენი თანამოქალაქენი და
  2. საქართველოს მოქალაქეებს მოგვეცეს საშუალება დემოკრატიული გზით, ხელმისაწვდომობისა და ფარულობის უზრუნველყოფით, ყოველგვარი ჩარევისა და ზეწოლის გარეშე, ავირჩიოთ ჩვენი მომავალი.

საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და გვჯერა, აუცილებლად იქნება ევროპულ სახელმწიფოთა კავშირის თანასწორუფლებიანი წევრი", - ვკითხულობთ IT სექტორის წარმომადგენელთა განცხადებაში, რომელსაც, ამ დროისთვის, ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები