მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაუგებარია ასეთი სიჩქარე, პროტესტი გაგრძელდება - ქირურგი რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტზე

6433c3535d3b3
ინგა მურუსიძე
10.04.23 12:10
367
ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეები რესპუბლიკური სავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდნენ და კლინიკის რეაბილიტაციის პროექტი წარუდგინეს. პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა დახურულ ფორმატში გაგრძელდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა, მალხაზ გოგუამ განაცხადა, ჯერ წინასწარი კვლევებიც კი არ არის ჩატარებული, შესაბამისად, პერსონალისთვის ასეთი სიჩქარე გასაკვირია:

„მინდა გამოვხატო ჩემი და ჩემი თანამშრომლების იმედგაცრუება იმით, რომ ორჯერ გადატანილი პრეზენტაცია არ ჩატარდა ჩვენს კლინიკაში, რისი მოლოდინიც გვქონდა. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ რეაბილიტაცია-მშენებლობა ისე მოხდეს, რომ არსებული კლინიკური პროცესი არ შეჩერდეს - ეს გათვალისწინებული არ არის. ერთი შეხედვით, პრეზენტაციაზე ყველაფერი კარგად იყო, ლამაზი შენობა, ლამაზი პროექტი და ა.შ. მაგრამ იქ ითქვა, რომ კვლევები უნდა ჩატარდეს, რომლებიც ოქტომბერში დასრულდება. ჯერ ეს ყველაფერი არის იდეების დონეზე, არანაირი კვლევა ჯერ არც ჩატარებულია და ზოგიერთი არც დაწყებულა.

ჩვენთვის გაუგებარია ასეთი სიჩქარე. ჩატარებულიყო ჯერ კვლევები და ალბათ ჩვენც უფრო დავრწმუნდებოდით ამ საკითხის სისწორეში. მიზანი რეალურად გვაქვს ერთი - ყველას გვინდა, ამ ადგილას იყოს ახალი, მძლავრი, მრავალპროფილური კლინიკა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამის განხორციელება უნდა მოხდეს ისე, რომ არ შეჩერდეს სამკურნალო პროცესი, ვინაიდან ეს კლინიკა  ქალაქისა და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, აქ არსებული გუნდის შენარჩუნება, რაც ვერანაირად ვერ მოხდება, ახლა სხვადასხვა კლინიკებში მათი გადანაწილებით და მერე შეკრებით. ალბათ პროტესტი გაგრძელდება“, - განაცხადა ქირურგმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები