მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი ჰქონდა რესპუბლიკურ საავადმყოფოს დროებით დახურვამდე?

64215e873c793
შოთა ტყეშელაშვილი
27.03.23 13:12
3652
ჯანდაცვის სამინისტრო მის საკუთრებაში არსებული უმსხვილესი კლინიკის - რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციას გეგმავს. კლინიკის რეაბილიტაციის პროცესში საავადმყოფო დაიხურება და პაციენტებს არ მოემსახურება.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საავადმყოფოს მედპერსონალს ხელფასები შეუნარჩუნდება. სამინისტრო აანონსებს, რომ კლინიკის რეაბილიტაციის გეგმას უახლოეს მომავალში წარუდგენენ როგორც ექიმებს, ასევე მთელ საზოგადოებას. საკითხზე განცხადება პრემიერმაც გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადგილზე ახალი კლინიკა აშენდება - "რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე! საუბარი გვაქვს იმავე ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და ჩვენ შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს!"

რესპუბლიკურ საავადმყოფო თბილისის ცენტრში, ვაჟა ფშაველას 29 ნომერში მდებარეობს. მას 7.7 ჰექტარის მიწის ფართობი ეკუთვნის, რომელზეც განთავსებულია 64,168 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ნაგებობები.

კლინიკას ამ დროისთვის გასაჯაროებული აქვს 2021 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც პერიოდის განმავლობაში 59 მილიონის სამედიცინო საქმიანობის შემოსავალი მიიღო. ასევე კლინიკას ჰქონდა 35 მილიონი ლარის სხვა შემოსავალი და 9 მილიონი ლარის გადავადებული შემოსავალი. საერთო ჯამში მიღებული შემოსავალი 103 მილიონი ლარი იყო.

მიღებული შემოსავლიდან შრომის ანაზღაურებაზე კომპანიამ 23.5 მილიონი ლარი დახაჯრა, სამედიცინო საქონლის ხარჯი 40.2 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო კომუნალური ხარჯები 3.2 მილიონს.

ამ ხარჯების გათვალისწინებით, კლინიკას 2021 წელს 31.8 მილიონი ლარის წმინდა მოგება დარჩა. შესაბამისად, პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო კლინიკა მომგებიანი იყო.

რაც შეეხება მის აქტივებს, ის 81.3 მილიონ ლარს შეადგენს, რაშიც ასევე შდის რუხის საავადმყოფოს აქტივებიც, რაც იურიდიულად რესპუბლიკური საავადმყოფოს საკუთრებას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები