მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. არაფერს რუსულს, მათ შორის კანონებს - კახა შენგელია

კახა შენგელია

დღეს, 26 მაისს 19:00 საათზე დაგეგმილ მარშს “რუსული კანონის” წინააღმდეგ კავკასიის უნივერსიტეტი და მისი რექტორი კახა შენგელიაც უერთდება. შენგელიას თქმით, მარშს ისინი უნივერსიტეტიდან დაიწყებენ და ფილარმონიასთან შეუერთდებიან.

“კავკასიის უნივერსიტეტი უერთდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მარშს, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტიდან დაიწყება. ჩვენი სტუდენტობა, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია გავემართებით ფილარმონიისკენ და ჩვენც უარს ვიტყვით ყველაფერ რუსულზე. რუსეთი არის ოკუპანტი, სიმართლე არის ერთი. რუსეთი არის მტერი. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან, ევროპულ საქართველოს. არაფერს რუსულს, მათ შორის კანონებს.

საქართველო იქნება დამოუკიდებელი, ერთიანი, ევროპული. ამ ბავშვებს ვერაფერი მოერევა. გაუმარჯოს საქართველოს”, - განაცხადა კახა შენგელიამ.

"იმ ბრძოლაში, სადაც ჩემი სტუდენტები თუ თანამშრომლები მტრის წინააღმდეგ იბრძვიან, მათ გვერდით ვიდგები" - შენგელია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები