GAUS Crypto-მ ფინანსების, ფინტექისა და ციფრული ტექნოლოგიების საერთაშორისო ფორუმის, Tbilisi Finance Summit 2026-ის მონაწილეებისთვის ნეტვორკინგ-ლანჩი გამართა.
სამიტის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკი და Global Finance & Technology Network (GFTN). ღონისძიებამ ფინანსური სექტორის, მარეგულირებელი ორგანოების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და საინვესტიციო საზოგადოების წარმომადგენლები გააერთიანა. სამიტის გახსნაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და GFTN-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი სოპნენდუ მოჰანტი.
GAUS Crypto ნეტვორკინგ-ლანჩის პარტნიორი იყო და მხარი დაუჭირა ფორმატს, რომელიც სამიტის საქმიან პროგრამას ავსებს და ინდუსტრიის წარმომადგენლებს უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს. შეხვედრამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, პროფესიული დიალოგი არაფორმალურ გარემოში გაეგრძელებინათ, გამოცდილება გაეზიარებინათ და საქმიანი კონტაქტები დაემყარებინათ.
„ციფრული აქტივების ბაზრის განვითარება ბიზნესს, მარეგულირებლებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის მუდმივ დიალოგს მოითხოვს. ასეთი ღონისძიებები გვეხმარება, უკეთ გავუგოთ ერთმანეთს და თანამშრომლობის შესაძლებლობები ვიპოვოთ“, - განაცხადა GAUS Crypto-ს დირექტორმა დავით წერეთელმა.

მისი თქმით, შეხვედრამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, პროფესიული დიალოგი არაფორმალურ გარემოში გაეგრძელებინათ, გამოცდილება გაეზიარებინათ და საქმიანი კონტაქტები დაემყარებინათ.
„ნეტვორკინგ-ლანჩის მხარდაჭერით გვსურდა, ასეთი კომუნიკაციისთვის დამატებითი პირობები შეგვექმნა, რათა სესიებზე გაჟღერებულ იდეებს გაგრძელება პირად შეხვედრებსა და ერთობლივ პროექტებში ეპოვა“, - განაცხადა წერეთელმა.
GAUS Crypto-სთვის Tbilisi Finance Summit-ში მონაწილეობა პროფესიულ საზოგადოებასთან კავშირების გაღრმავებისა და ტრადიციული ფინანსური სექტორისა და ციფრული აქტივების ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაცვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაა.
GAUS Crypto თბილისში კრიპტოვალუტის გაცვლის მომსახურებას ახორციელებს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომპანია ყურადღებას ამახვილებს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებასა და საქართველოში ციფრულ ფინანსებთან დაკავშირებული პროფესიული ინიციატივების მხარდაჭერაზე.
























