მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GAUS CRYPTO-მ თბილისში ახალი ფილიალი გახსნა

GAUS CRYPTO

ლიცენზირებულმა კრიპტოგაცვლის სერვისმა GAUS CRYPTO-მ 1 აგვისტოს, თბილისში, მეტრო „მარჯანიშვილთან“, დავით აღმაშენებლის გამზირი 86-ში ახალი ფილიალი გახსნა.

ეს კომპანიის მეორე ლოკაციაა ვაკეში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ოფისის შემდეგ. ახალ ოფისში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ კრიპტოვალუტის ყიდვა ან გაყიდვა ნაღდი ანგარიშსწორებითა და საბანკო გადარიცხვით, ასევე ციფრული აქტივების ფიატურ ვალუტაში კონვერტაცია.


მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ოპერაციები USDT-ით, USDC- ით, BTC-ით, ETH-ითა და სხვა კრიპტოვალუტებით. ტრანზაქციის დადასტურებამდე მომხმარებელს ეცნობება გაცვლითი კურსი, საკომისიო და საბოლოო თანხა.


GAUS CRYPTO საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულია, როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASP). ოპერაციის განსახორციელებლად აუცილებელია პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. ახალი ფილიალი GAUS CRYPTO-ს მომსახურებას თბილისის ცენტრალური უბნების მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები