მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატის სტატუსის ლობირებას - ხვალ პარიზში მივემგზავრები - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლის წინ, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადებითი რეკომენდაციის მიცემასთან დაკავშირებით, სიტყვით გამოვიდა.

გამოსვლის დროს მან საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის ლობირებას გააგრძელებს.

"რაც შემეხება მე, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატის სტატუსის ლობირებას.

ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი, სადაც პანელში უნდა მივიღო მონაწილეობა შარლ მიშელთან ერთად.

პანელი განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს. დავესწრები ამ ფორუმს და როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიეთ, გამოგვივა ორივეს, დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის: საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიწვევით საფრანგეთში გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. მთავრობის მეთაური მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები