მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო, რომ აშშ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი
BM. GE
30.10.23 19:19
85

აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის უფრო მეტად საჯაროდ აღიარებაა საჭირო - თუ ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების განაცხადზე უარის ეტყვის, ეს რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CBS NEWS ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, რუსებს სჯერათ თუ არა, რომ სახლში არიან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „რომ ისინი ისე იქცევიან, რომ სჯერათ, სახლში არიან“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ზურაბიშვილი, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით კი აშშ საკმარისად მხარს უჭერს საქართველოს ამ გადამწყვეტ მომენტში, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ "მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო".

„ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. უკვე ხუთი წელია, პრეზიდენტი ვარ და ამ დროის განმავლობაში მე ვერ შევძელი საპრეზიდენტო დონის შეხვედრები – იქნებოდა ეს აშშ-ს პრეზიდენტთან, თუ ვიცე-პრეზიდენტთან - სატელეფონო საუბარიც კი. მესმის, რომ არსებობს უფრო მწვავე გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის შენიშვნაზე - როგორც ჩანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა:“ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი მოსახლეობა სვამს, მართლა უნდა თუ მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავს მხარდაჭერას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რა მოხდება თუ ევროკავშირი უარს ეტყვის საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „ეს რუსეთის დიდი გამარჯვება იქნება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები