მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, რომ დაბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ვედანტ პატელი

ვედენტ პატელი

გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, რომ დაბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ამის შესახებ შშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს მხრიდან გაგრძელდება ისეთი პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერა, რომელიც სასარგებლო იქნება ქართველი ხალხისთვის.

„გვახსოვდეს, რომ ქართველი ხალხის თითქმის 80%-ი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას, მაგრამ საქართველოს მთავრობის ქმედებები, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელება მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ, აშორებს ქვეყნის მოქალაქეებს ევროპული მისწრაფებებიდან. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებებს საქართველოს მთავრობისადმი, რომ დაუბრუნდნენ დემოკრატიულ გზასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის და სხვა პრობლემური კანონპროექტების გაწვევით, დეზინფორმაციული კამპანიის დასრულებით, არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალედ ჩატარებით, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დაშვებით. ეს ქმედებები შესაბამისი იქნება აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის მისაღებად, დემოკრატიული პარტნიორისთვის.

აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფებების ერთგულება მყარია. ჩვენ გავაგრძელებთ ისეთი პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელთაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით. ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ნებისმიერი დამატებითი და შესაბამისი ქმედებები. ვიდრე გავაგრძელებთ ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას, „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო დახმარების პროგრამები შეჩერდება. ზოგიერთ შემთხვევებში დახმარების პროგრამები შეიძლება, შეიცვალოს, რათა რესურსები გადამისამართდეს კონკრეტულ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე“, – აღნიშნა პატელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები