მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„გავაჟღერეთ რამდენიმე ინიციატივა" - "ბიბლუსის" გენდირექტორი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ

5fbe80e1d6b4d
BM.GE
25.11.20 20:05
892
„ბიბლუსის“ გენერალური დირექტორი ბიზნესსექტორთან და ეპიდემიოლოგებთან პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე - რაც უფრო აქტიური იქნება ერთობლივი მუშაობა, უფრო მეტი შედეგი იქნება როგორც ეკონომიკისთვის, ისე ეპიდ-ვითარებისთვის

მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, რადგან პირველ რიგში, ვიღებთ ინფორმაციას და მეორე რიგში, ვუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს ერთმანეთს, შესაბამისად, რეალურად არის რეაგირება, - ამის შესახებ „ბიბლუსის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ მთავრობის წევრებს, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნესსექტორს შორის დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთობლივ მუშაობას უფრო მეტი შედეგი ექნება როგორც ეკონომიკისთვის, ისე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისთვის.

„ამ ეტაპზეც გავაჟღერეთ რამდენიმე ინიციატივა რაზეც იყო რეაგირება, ველოდებით, რომ მოხდება იმ თემების გათვალისწინება რაც გვაწუხებს, საბოლოო ჯამში, რაც უფრო აქტიური იქნება ერთობლივი მუშაობა, უფრო მეტი შედეგი იქნება როგორც ეკონომიკისთვის, ისე ეპიდ-ვითარებისთვის და შესაბამისად, უფრო კარგად განვითარდება მოვლენები,“- განაცხადა „ბიბლუსის“ გენერალურმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები