მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გავიფიცებით ყოველდღე, 2 საათის განმავლობაში" - GPI-ის თანამშრომელთა ნაწილი

გაფიცვა

12 დეკემბერს სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგის" თანამშრომელთა ნაწილი ორი საათით გაიფიცა - როგორც GPI-ში BMG-ს დაუდასტურეს, გაფიცვას მონაწილეები კომპანიის ყველა რგოლის წარმომადგენელი უერთდება.

გაფიცვის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე BM.GE "ჯიპიაი ჰოლდინგის" მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი, სალი ბაქრაძეს ესაუბრა. მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილი ყოველ დღე გაიფიცებიან, ხვალ კი დაგეგმილია მსვლელობა, რომლითაც გაფიცულები რუსთაველის გამზირზე მთავარ აქციას შეუერთდებიან.

"დღეს გაფიცვა შედგა ძალიან სპონტანურად, უბრალოდ გარეთ გავედით, მოუმზადებლად. სპონტანურად გაიფიცა GPI-ის თანამშრომელთა ნაწილი, მაგრამ რადგან ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესცენტრში, როდესაც შენობაში მოქმედი კომპანიების თანამშრომლებმა დაინახეს ჩვენი გაფიცვა, შემოგვიერთდნენ. გადავწყვიტეთ, რომ გავიფიცოთ ყოველ დღე, 2 საათის განმავლობაში. ხვალ მსვლელობა გვაქვს დაგეგმილი 17:00 საათზე, შევუერთდებით მთავარ აქციას პარლამენტთან.

რაც შეეხება მიზნებს, როგორც რუსთაველზე ვითხოვთ ყველა, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული პირები, იმავეს ითხოვენ ჩვენი თანამშრომლებიც - ამბობს სალი ბაქრაძე.

"ჯიპიაი ჰოლდინგი" იმ ათეულობით კომპანიებს შორისაა, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, გაემიჯნენ და დაგმეს ძალადობა მშვიდობიან მომიტინგეებზე. როგორც ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა, პაატა ლომაძემ "ბიზნესის კვირეულის" სპეციალურ ეთერში განაცხადა, ვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ფაქტობრივი ხელისუფლება ვალდებულია, გადადგას ნაბიჯი დეესკალაციისკენ, იმისთვის, რათა ქვეყანა უმძიმეს კრიზისში შესვლას ასცდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები