მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გავლენიანი ევროპული კომპანიების ხელმძღვანელები ურსულა ფონ დერ ლეიენს AI Act-ის შეჩერებას სთხოვენ

AI Act
BM. GE
06.07.25 13:33
282

გამოქვეყნდა ღია წერილი, რომლითაც წამყვანი ევროპული კომპანების ხელმძღვანელები ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავენ. როგორც ირკვევა, მათი ხელოვნური ინტელექტის რეგულირებასთან დაკავშირებული უახლესი კანონის დაპაუზება სურთ. როგორც ხელმძღვანელები აცხადებენ, The EU AI Act-ის ამოქმედება უარყოფითად ზეგავლენას იქონიებს ევროპაში ინოვაციების დანერგვასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე. საქმე ის არის, რომ ახალი რეგულაციებით საგრძნობლად შეიზღუდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, რაც, ექსპერტების შეფასებით, ბიზნესების საქმიანობას საგრძნობლად გაართულებს.

ევროკომისიის ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელი, ჰენა ვირკუნენი ღია წერილს უკვე გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ კანონის შეჩერების განხილვა აგვისტოს ბოლოსთვის იგეგმება. ვირკუნენმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მზად იქნებიან ევროპული კომპანიები ახალ რეგულაციებთან მორგებისთვის. თავად კომპანიების ხელმძღვანელებს კი სურთ, რომ კანონის ამოქმედება იქამდე დაპაუზდეს, სანამ საერთო ინტერესებზე მორგებული ცვლილებები არ შევა დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები