მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გავზარდეთ დაფინანსება... გვინდა, ევროინტეგრაციის შესახებ ცნობიერების კამპანიაში 100 000-მდე მოქალაქე ჩავრთოთ - დარჩიაშვილი

დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საგარეო უწყებას წელს ევროინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში 100 000-მდე მოქალაქის ჩართვის სურვილი აქვს. როგორც მან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, ამ კუთხით გაზრდილია დაფინანსებაც, თუმცა კონკრეტული რიცხვები არ დაუსახელებია.

„დეზინფორმაციასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი 9 პრიორიტეტში. შესავალ სიტყვაში ვისაუბრე სტრატეგიული კომუნიკაციის დოკუმენტზე, რომელიც ფარავს ბევრ მიმართულებას, მაგრამ დეზინფორმაცია, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხია. უწყებრივ ჭრილში ჩვენ მიერ აღებულ პასუხისმგებლობაა, რომ ამ მიმართულებით მუშაობას გავაძლიერებთ. გვაქვს ნატოსა და ევროკავშირის სპეციალური ცენტრი, რომელიც ევროკავშირის ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობს და იმ სიკეთეების მნიშვნელობაზე, რაც მოაქვს ჩვენს ევროკავშირთან ინტეგრაციას.

ჩვენ გავზარდეთ დაფინანსება და წელს გვაქვს სურვილი, რომ ამ კამპანიაში დაახლოებით 100 000-მდე მოქალაქე ჩავრთოთ... ვესაუბროთ მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაცია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები