მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გახარია - პომპეოს ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას

5faae253b564e
BM.GE
10.11.20 22:54
677
სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას,- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს სოციალურ ქსელ "ტვიტერში".

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება როგორც რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, ისე - ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

"მოუთმენლად ველი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში. მისი ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას. ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას და ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.",- აცხადებს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17–18 ნოემბერსაა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები