მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია-კლინიკებს: მთავრობა ობიექტური კრიტიკის მისაღებად და სუბიექტურის საპასუხოდ მზადაა

5e05fdbd8b448
ინგა მურუსიძე
27.12.19 16:47
954
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ობიექტური კრიტიკის მისაღებად და სუბიექტურის საპასუხოდ მზად არის.

განცხადება გახარიამ კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპი მარტივია - მხარი დავუჭიროთ ქართულ ბიზნესს, რომელიც უნდა გახდეს უფრო ძლიერი, რათა რაღაც პერიოდის შემდეგ სახელმწიფოსთან ერთად სოციალური პასუხისმგებლობა გაიყოს. ჩვენ შეგვიძლია, საქართველოში შევქმნათ იმდენად მძლავრი კერძო კომპანიები, რომლებიც მზად იქნებიან, სახელმწიფოსთან ერთად იზრუნონ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. ეს მათი მდგრადი განვითარების საფუძველია, ისევე, როგორც ქვეყნის მდგრადი განვითარების საფუძველია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც გამოვლენილი იყო 2012 წელს, როდესაც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეს პროგრამა საჭიროებს გარკვეულ მოდერნიზებას, რათა იყოს უფრო მდგრადი და წარმატებული“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრებთან ერთად ხვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები