მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გახარიამ, როგორც ყოველთვის ასეთი კონფლიქტების დარეგულირების საქმეში გამოაჩინა დიდი ტალანტი"

5de7dfe320229
BM.GE
04.12.19 20:40
7031
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და 30-მდე კლინიკის წარმომადგენელს შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი ალექსანდრე ალადაშვილი აფასებს. მისი თქმით, შეხვედრა იყო კონსტრუქციული.

„ბატონმა გიორგიმ როგორც ყოველთვის ასეთი მედიაციის და კონფლიქტების დარეგულირების საქმეში გამოაჩინა დიდი ტალანტი, რაც მთავარია შეხვედრა პოზიტიურად წარიმართა.

შევთანხმდით, რომ უნდა დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა, უნდა შეიქმნას ასე ვთქვათ სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე პროფესიული გაერთიანებების, საზოგადოების წარმომადგენლები, და საჭიროა მოვამზადოთ მასალები, პირველ რიგში, საჭიროა რაღაც სტანდარტები შევიმუშავოთ, რომლის მიხედვითაც მოხდება ამ სტანდარეტბის გამკაცრება და ხარისხის კრიტერიუმი და ა.შ. ეს არის საკმაოდ ვრცელი, ხანგრძლივი და რთული საქმე, ამიტომაც ამას დასჭირდება დრო“, - განაცხადა ალექსანდრე ალადაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს იყო ზოგადი ჩარჩო მოლაპარაკება და შემდეგ გამოჩნდება, რაც იქნება ყველაზე აქტუალური, იმაზე გაგრძელდება მუშაობა.

„პირველი საკითხი არის სტანდარტი და ეს სტანდარტი უნდა განფასდეს“, - აღნიშნა ალადაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები