მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გახარიას მთავრობამ რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა ყველგან აუკრძალა

5fa121785ba8a
ვიქტორია მღებრიშვილი
03.11.20 13:22
1056
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 4 ქალაქში რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვა, რომელიც მათ ფუნქციონირებას 22:00 სთ-მდე განსაზღვრავდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ რესტორნებზე გავრცელდება.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„თბილისში, მცხეთაში, ქუთაისსა და ბათუმში რესტორნებს მუშაობა 22:00 საათამდე შეეძლოთ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რესტორნებში გამართულ ღონისძიებებსა და წვეულებებზე შეინიშნება ინფიცირების მაღალი რაოდენობა, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა 22:00 საათამდე იმუშაონ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები