"გაყალბებული არჩევნებით ევროკავშირს ვერ შეუერთდებით", - ასე ეხმაურა ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს.
"საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება მისი ლეგიტიმურობის აღიარებას შეუძლებელს ხდის. არჩევნების გაყალბებით ევროკავშირს ვერ შეუერთდებით, თუმცა შეგიძლიათ, კვლავ რუსეთთან ჩახუტებას დაუბრუნდეთ", - წერს მიხელსონი.
ცესკოს ინფორმაციით, 09:00 საათისთვის ხმების 99.16%-ია დათვლილი, რის მიხედვითაც წინასწარი შედეგები ასე ნაწილდება:
- ქართული ოცნება - 54.27%;
- კოალიცია ცვლილებებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 10.80%;
- ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 10.09%;
- ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის! - 8.75%;
- გახარია საქართველოსთვის - 7.75%.
ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიები: "საქართველოსთვის", "ერთობა - ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ძლიერი საქართველო" - აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.