მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაყიდვები წლიურად დაახლოებით 20-30%-ით იზრდება - "პომონა"

პომონა

ჩირისა და ტყლაპის მწარმოებელი კომპანია „პომონა“ პროდუქციის მიმართ მოთხოვნის ზრდას აფიქსირებს. კომპანიის დამფუძნებელი მარიამ ტატიშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ბოლო წლებში მომხმარებლების ინტერესი ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტების მიმართ მატულობს, რაც კომპანიის გაყიდვების დინამიკაზეც აისახება.

მისი თქმით, „პომონას“ გაყიდვები წლიურად დაახლოებით 30%-მდე იზრდება.

„ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი პროდუქციის მიმართ მოთხოვნა და ინტერესი ნამდვილად იზრდება და ამას ჩვენი გაყიდვებიც გვიჩვენებს. ყოველწლიურად 20-30%-იანი ზრდა გვაქვს. ჩვენი პროდუქცია 100%-ით ნატურალურია - არ შეიცავს კონსერვანტებს და დამატებულ შაქარს“, - აცხადებს მარიამ ტატიშვილი.

ინფორმაციისთვის, "პომონა" უკვე ოთხი წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. საწარმო მცხეთის რაიონში, სოფელ მუხრანში მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები