სასტუმრო ბილტმორში, გაყიდვების ასოციაციის გამოფენა - ადამიანები ბიზნესის უკან გაიმართება, სადაც 50-მდე კომპანია იქნება წარმოდგენილი. გაყიდვების ასოციაციის გამოფენაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლებს და იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან სხვადასხვა ბიზნესის მიღმა, გაიზიარონ მათი გამოცდილება, ხედვები და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა. ამისთვის, ადგილზევე იქნება გათვალისწინებული სივრცე ბიზნესს შეხვედრებისთვის. გამოფენის პარალელურად, კომპანიები მოწვეული სტუმრებისთვის გაათამაშებენ საინტერესო პრიზებს მთელი დღის განმავლობაში.
სტუმარი: დავით ჩიკვაიძე - გაყიდვების ასოციაციის პრეზიდენტი;