მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაზიფიცირების ახალი პროექტები მიწის ქვეშ განხორციელდება - კობახიძე

გაზიფიცირება

გაზიფიცირების ახალი პროექტები მიწის ქვეშ განხორციელდება - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"როდესაც გაივლით დასახლებებში, განსაკუთრებით სოფლებში, ყველგან თვალში მოგხვდებათ გაზის მილები, რაც იერსახეს ამახინჯებს, აქაც გვინდა, რომ ახალი სტანდარტი შემოვიღოთ", - განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ერთბაშად ყველა გაზის მილის ჩანაცვლება და მიწის ქვეშ ჩატანა იქნება რთული, თუმცა ყველა ახალი პროექტი განხორციელდება მიწის ქვეშ.

„როდესაც გაივლით დასახლებებში, განსაკუთრებით სოფლებში, ყველგან თვალში მოგხვდებათ გაზის მილები, რაც იერსახეს ამახინჯებს, აქაც გვინდა, რომ ახალი სტანდარტი შემოვიღოთ. რა თქმა უნდა, ერთბაშად ყველა გაზის მილის ჩანაცვლება და მიწის ქვეშ ჩატანა იქნება რთული და შეუძლებელი, თუმცა გვინდა, დავადგინოთ ახალი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ახალი სამუშაოები დაექვემდებარება შესაბამის ვიზუალურ სტანდარტს. ყველა ახალი პროექტი განხორციელდება მიწის ქვეშ და არა ზედაპირზე იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ დასახლებების იერსახეზე. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში თითოეული დასახლების იერსახეზე აისახება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები