გაზის დეტექტორები სავალდებულო გახდება ყველა ოჯახისთვის, როგორც ძველ ასევე ახალ კორპუსებში, - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დეტექტორების დამონტაჟება წელსვე გახდება სავალდებულო. ვარდიაშვილმა დეტექტორების შეღავათიანად შეძენის სისტემის შესახებაც ისაუბრა, რომელიც მომავალში დაინერგება.
სტუმარი: სალომე ვარდიაშვილი - ენერგოომბუდსმენი


































