რამდენიმე კვირის წინ,წლევანდელ საკმაოდ ცივ ზამთარში თბილისის 150 000 აბონენტი ანუ 150.000 ოჯახი გაზის, ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა-მიზეზი გაზსადენი მილის დაზიანება იყო. "თბილისის ენერჯიმ" მიმდინარე კვირაში სემეკში საჯაროდ წარმოადგინა ფაქტები, რომელიც ადასტურებს, რომ დაზიანებული მილსადენის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მოძრაობს, რამაც შესაძლოა გაზსადენის დაზიანება გამოიწვია. მათი შეფასებით, ადგილზე აქტიური განაშენიანების პროცესია, დადგენილ წესებს კი არავინ იცავს.