დიღმის მასივის V და VI კვარტალებში, ასევე ევგენი მიქელაძის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილში, 3 875 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, მიზეზი დაზიანებულ გაზსადენზე აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაა. გაზმომარაგება 12 ნოემბერს, 11:00 საათიდან შეიზღუდება.
შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის V კვარტaლის 27 საცხოვრებელ კორპუსს, VI კვარტლის 24 კორპუსს, მათ შორის გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №31-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს.
გარდა ამისა, გაზი შეუწყდება ევგენი მიქელაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს, ამავე ქუჩისა და აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, სმენადაქვეითებულ ბავშვთა საბავშვო ბაღს, №140 საჯარო სკოლასა და ი/მ „გუგუშვილის“ ობიექტს.
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენა 12 ნოემბერს, 14:00 საათიდან დაიწყება და ეტაპობრივად, 20:00 საათამდე დასრულდება.
კომპანია მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ გაზის მიწოდების შეწყვეტის პერიოდში ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში დატოვონ.
























