მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა არ იგეგმება - Socar Georgia Gas-ის დირექტორი

5e60efc535996
ვიქტორია მღებრიშვილი
05.03.20 16:25
2183
„როგორც მე ვიცი, სემეკის გეგმების თანახმად, მოსახლეობისთვის გაზზე სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა არ იგეგმება“, - ამის შესახებ BM.GE-ის „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამმადოვმა განუცხადა.

მისი თქმით, „სემეკი“ სამომხმარებლო ტარიფებს 1 ივლისისთვის დაადგენს.

„ტარიფებთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, გაზის განაწილების ტარიფის სპეციალური მეთოდოლოგიით დგება და განაცხადი სემეკის მიერ განიხილება. სავარაუდოდ 1 ივლისს მოხდება განაწილების ტარიფის დადგენა. როგორც მე ვიცი, სემეკის გეგმების მიხედვით, მოსახლეობისთვის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა არ იგეგმება. სამომხმარებლო ტარიფები ახალი რეგულაციების გათვალიწინებით 3 წლის ვადით დადგინდება“, - განმარტა აზერ მამმადოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები