მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Gazprom-მა საქართველოზე გამავალი გაზსადენით სომხეთის მომარაგება დროებით შეაჩერა - მიზეზი

გაზპრომ
BM. GE
24.07.25 17:21
702

Gazprom-ის სომხეთის ოფისმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 24 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით შეწყდება. როგორც კომპანიაში აღნიშნეს, მიზეზი მოზდოკ-თბილისი-ერევნის მილსადენის ყაზახ-საგურამოს მონაკვეთში დაფიქსირებული დაზიანებაა, რომლის შეკეთებასაც, სავარაუდოდ, 3 დღე დასჭირდება.

როგორც განცხადებიდან ვიგებთ, მილსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ იმოქმედებს მოქალაქეებისა და სხვა მომხმარებლების, მათ შორის ქარხნების საქმიანობაზე და ისინი გაზს არსებული ადგილობრივი რეზერვებიდან მიიღებენ. საჭიროების შემთხვევაში, სომხეთი გაზს დამატებით ირანისგანაც შეისყიდის.

ცნობისთვის, მოზდოკ-თბილისი-ერევნის მილსადენი, რომელიც საქართველოს გავლით რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება, წლიურად 2 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ატარებს და სომხეთის მოთხოვნის 80%-ს აკმაყოფილებს. აღსანიშნავია, რომ მილსადენს საქართველოც იყენებს და წელიწადში 200-დან 300 მილიონამდე კუბურ მეტრ გაზს სწორედ აქედან იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები