მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაზრდილი ონლაინ გაყიდვების პარალელურად, მომხმარებელიც გაზრდილია და მარტივად აღარ ტყუვდება" - Wowchy

wowchy

სასაჩუქრე ვაუჩერების ონლაინ პლატფორმა Wowchy-ს დამფუძნებელი, თათია ხაინდრავა BM.GE-სთან ელექტრონული კომერციის მზარდ მაჩვენებელსა და მომხმარებლების შეცვლილ ქცევაზე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, ონლაინ შესყიდვებზე გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, გაზრდილია თავად მომხმარებელიც და ისე მარტივად აღარ ტყუვდება, როგორც ადრე.

„საკომუნიკაციო მომსახურებაში არსებული თაღლითური ქმედებების (ე.წ.“ფროდი“) თავიდან არიდების მიზნით, გავამკაცრეთ რეგისტრაციის პროცესი. მაგალითად ახლა, საქართველოს მოქალაქემ მობილურით ვერიფიკაცია უნდა გაიაროს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აიდი უნდა ატვირთონ. ამის მიზეზი ისაა, რომ უფრო დაცული იყოს მომხმარებელი და ე.წ. ფროდისგან თავი დავიცვათ.

გაზრდილია როგორც ელექტრონული კომერციის მოხმარება, ამასთან მომხმარებელიც უფრო განვითარებული გახდა და უფრო რთულია მათი მოტყუება. მომხმარებლები სამომხმარებლო გარემოს, უკუკავშირს კომპანიის შესახებ და ა.შ. დიდ ყურადღებას აქცევენ. ნაცნობებს ხშირად ეკითხებიან და მათ გამოცდილებებს ითვალისწინებენ,“- აცხადებს ხაინდრავა.

მისი ინფორმაციით, ხშირად, იმ შემთხვევაში თუ კომპანია მომხმარებელს პასუხს უგვიანებს, ან რაიმე ხარვეზია, მომხმარებელს იმის განცდა უჩნდება, რომ ვიღაც მათ ატყუებს. შესაბამისად, საჭიროა კომპანიამ ე.წ. საფორთები დაატრენინგონ, რათა ისინი ყოველთვის ხელმისაწვდომები იყვნენ და მომხმარებელს მყისიერი პასუხი დაუბრუნონ.

კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მათი მომხმარებლების 80% პროდუქტს მობილური ტელეფონის საშუალებით ყიდულობს, შესაბამისად მობილური ვერსიები მაქსიმალურად სისტემაზე მორგებული უნდა იყოს. გარდა ამისა, შესყიდვა ხარვეზების გარეშე, დროის მოკლე მონაკვეთში უნდა ხორციელდებოდეს, რადგან მომხმარებელს შესყიდვის პროცესში დისკომფორტი არ შეექმნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები