მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GCCA: 2025 წელს დასრულებული საქმეების 90% მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყდა

კონკურენციის სააგენტო

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 2025 წლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წელს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით GCCA-ში 1 470 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 5 450 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 65%-ით არის გაზრდილი.

დასრულებული საქმეების 90% მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა, რის შედეგადაც მომხმარებლებს 1 მლნ ლარზე მეტი აუნაზღაურდათ.

საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 183 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 288 საქმეზე. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 85 მოვაჭრეს 139 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში 135 955 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 182 საქმეზე 161 შეთანხმება გაფორმდა, რაც გულისხმობს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება შეცვალონ საქმიანობის შიდა პოლიტიკა და აღადგინონ იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად შესაძლოა ზიანი მიადგათ.

GCCA-ის მონაცემებით, 2025 წელს მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 66% ონლაინ ვაჭრობას ეხებოდა, ხოლო 34% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევებს. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მიმართვიანობის ყველაზე დიდი წილი თბილისზე მოდის 79%. რეგიონებს შორის ლიდერობენ აჭარა 5%, იმერეთი 4%, კახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი თითოეული 2%, ასევე სამეგრელო–ზემო სვანეთი 2%.

2025 წლის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 465 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 484, ნაკლოვანი მომსახურების შემთხვევაში უფლების აღდგენაზე 273, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 112, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 46, ხოლო სხვა კატეგორიებზე 90 განაცხადი.

სექტორების მიხედვით, მომხმარებელთა განცხადებების 73% საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორზე მოდის, ტრანსპორტისა და დასაწყობების მიმართულება შეადგენს 12%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 5%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 10%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები