მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GCCA-ის მიერ USA2GEORGIA-ს შეცდომაში შემყვანი უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინდა

კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ „თითელ აშშ ჯგუფს“ USA2GEORGIA-ს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის - შეცდომაში შემყვანი უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა.

"საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადასტურდა, რომ მოვაჭრის მიერ სოციალურ ქსელ-LinkedIn-ზე გავრცელდა რეკლამა, რომლის მიხედვითაც ამანათის გადაფუთვის მომსახურების ჩართვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რაც რეალობას არ შეესაბამება. კერძოდ, სავაჭრო პოლიტიკის შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ ამანათის მოვაჭრის აშშ-ის ოფისში მიტანამდე.

ასევე, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან ნაკლიანი მომსახურების შესრულების ფაქტი. კერძოდ, მომხმარებლებს მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკის შესაბამისად გააქტიურებული ჰქონდათ გადაფუთვის მომსახურება, თუმცა USA2GEORGIA-მ გადაფუთვის სერვისი არ განახორციელა, რის გამოც მომხმარებლებს ტრანსპორტირების საფასურის გაზრდილი ოდენობით გადახდა მოუწიათ", - წერს სააგენტო.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები