GCCA-მ "აჭარა ჯგუფს" კვების მენიუში ცვლილებების შეტანა დაავალდებულა, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ ინფორმაციას მიეწოდება. შესაბამისი პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და „აჭარა ჯგუფს“ შორის გაფორმდა.
GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა -საცნობარო (კვების) მენიუში შეიტანოს ცვლილება და მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლისსაბოლოო ფასის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება დამატებული ღირებულების გადასახადი და ყველა სხვა გადასახადი/ხარჯი, მათ შორის მომსახურების გადასახადი.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 2 თვის ვადა -სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.