მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GCCA: მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში 570 განაცხადი დაფიქსირდა

კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), 2024 წლის რვა თვის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 570 განაცხადი დაფიქსირდა.

- აღნიშნულ პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 59 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 123 საქმეზე.

- GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 34 მოვაჭრეს - 47 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 38 301 ლარი.

- მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 108 საქმეზე - 93 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 69% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 31% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 87%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 4%, რომელსაც მოყვება იმერეთი 2% და სხვა რეგიონები.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე დაფიქსირდა 180, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე 179, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 99, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 31, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 22, ფასის მითითებაზე 14, ხოლო სხვა დანარჩენზე 45.

საანგარიშო პერიოდში, 74%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 3%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 11%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები