სიახლე ქართულ სტარტაპ სივრცეში! ქართული ბლოკჩეინისა და ღვინის სტარტაპი GCWine 25-26 სექტემბერს ბარსელონაში მონაწილეობას მიიღებს ერთ-ერთ უდიდეს ბლოკჩეინ კონფერენციაში, European Blockchain Convention 2024 – EBC 10. კონფერენციას 6000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება, მათ შორის ისეთი კომპანიები და ორგანიზაციები, როგორებიცაა Bank of England, Coinbase, Mastercard და სხვები. GCWine წარადგენს თავის პროექტს და მოაწყობს ქართული ღვინის დეგუსტაციას”.