მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GE Aerospace აშშ-ში ძრავების წარმოების გასაზრდელად $1 მილიარდს დააბანდებს

Ge Aerospace

თვითმფრინავების ძრავების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია GE Aerospace-მა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს აშშ-ის საწარმოო ბაზასა და სხვა ინფრასტრუქტურაში დამატებით $1 მილიარდ დოლარს ჩადებს. წარმომადგენლების განცხადებით, ეს ნაბიჯი ძრავების მიწოდების დაჩქარებას და სათადარიგო ნაწილების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.

როგორც ირკვევა ინვესტიციის მნიშვნელოვანი ნაწილი - $275 მილიონ დოლარზე მეტი თავდაცვის სექტორის ძრავებისა და კომპონენტების წარმოების მოდერნიზაციას მოხმარდება. $200 მილიონი დოლარი კი მიიმართება CFM LEAP ძრავების საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებას. იმ ძრავების, რომლებიც Boeing-ისა და Airbus-ის ვიწროფიუზელაჟიან თვითმფრინავებში გამოიყენება.

ამას გარდა, GE Aerospace-ი $100 მილიონ დოლარზე მეტის ისეთ კომპანიებში დაბანდებას გეგმავს, რომლებიც არსებულ ინფრასტრუქტურას მათი შეკვეთების დამზადებას მოახმარენ და ხელს შეუწყობენ გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

აღსანიშნავია, რომ ეს ინვესტიცია გასულ წელს განხორციელებული ანალოგიური მოცულობის დანახარჯების გაგრძელებაა და მიზნად კომერციულ და თავდაცვის ავიაციაში არსებული უპრეცედენტო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ისახავს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ლარი კალპის განცხადებით, ახლახან დაანონსებული ინვესტიცია აშშ-ში დაახლოებით 5,000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები